ზუგდიდის გამგეობის ჯანდაცვის კომისიამ 44 ბენეფიციარი დააფინანსა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის კომისიამ, დღეს გამართულ სხდომაზე 44 ბენეფიციარს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა. სხდომას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია უძღვებოდა.

ძვირადღირებული ოპერაცია 24, მედიკამენტების შეძენა 4, სამედიცინო გამოკვლევა კი 15 მოქალაქეს დაუფინანსდა. ცერებრალური დამბლით დაავადებულ 1 ბენეფიციარს სარეაბილიტაციო მკურნალობა დაუფინანსდა. აღნიშნულ სამედიცინო მომსახურებებზე 19 535 (ცხრამეტი ათას ხუთას ოცდათხუთმეტი) ლარი დაიხარჯა.

სხვა ახალი ამბები: