ზუგდიდის გამგეობის ჯანდაცვის კომისიამ 50 ბენეფიციარი დააფინანსა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის კომისიამ, რიგით მე-10 კომისიის სხდომაზე, სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება 50 ბენეფიციარს დაუფინანსა. ძვირადღირებული ოპერაცია 7, კომპიუტერული ტომოგრაფია 6, ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა კი 2 მოქალაქეს დაუფინანსდა.

32 ბენეფიციარი ჩაერთო C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის პროგრამაში. ცერებრალური დამბლით დაავადებულ 3 ბენეფიციარს სარეაბილიტაციო მკურნალობა დაუფინანსდა. აღნიშნულ სამედიცინო მომსახურებებზე 15 500 (თხუთმეტი ათას ხუთასი) ლარი დაიხარჯა. სხდომას მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია უძღვებოდა.

სხვა ახალი ამბები: