ზუგდიდის გამგეობის ჯანდაცვის კომისიამ 54 ბენეფიციარი დააფინანსა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის კომისიამ, დღეს გამართულ სხდომაზე 54 ბენეფიციარს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა. 29 ონკოლოგიურ ავადმყოფს ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა, 8-ს ოპერაცია, 13-ს კომპიუტერული კვლევა,1-ს კი ქიმიოთერაპია დაუფინანსდა.

ცერებრალური დამბლის მქონე 2 და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე 1 ბენეფიციარს სარეაბილიტაციო მკურნალობა დაუფინანსდა. აღნიშნულ სამედიცინო მომსახურებებზე 15 799(თხუთმეტი ათას შვიდას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარი დაიხარჯა.

სხვა ახალი ამბები: