ზუგდიდის გამგეობის ჯანდაცვის კომისიამ მაისის თვეში 158 მოქალაქე დააფინანსა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის კომისიამ, მიმდინარე წლის მაისის თვეში 5 სხდომა ჩაატარა და 158 მოქალაქეს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა. ძვირადღირებული ოპერაცია 65 მოქალაქეს, კომპიუტერული გამოკვლევა (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კორონაროგრაფია) 25-ს, მედიკამენტების შეძენა 38-ს, ქიმიოთერაპია კი 3 მოქალაქეს დაუფინანსდა.

„C“ ჰეპატიტის დიაგნოსტიკის პროგრამაში ჩაერთო 21 ბენეფიციარი. ცერებრალური დამბლის მქონე 4 მოქალაქეს სარეაბილიტაციო მკურნალობა დაუფინანსდა. აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ერთი ბავშვი ჩაერთო რეაბილიტაციის პროგრამაში. ფენილკეტონურიის დაავადებით დაავადებულ 1ბავშვს გასული თვეების მსგავსად მაისის თვეშიც ჩაერიცხა 500 ლარი სპეციალიზირებული საკვების შესაძენად.

აღნიშნულ სამედიცინო მომსახურებებზე 64358ლარი (სამოცდაოთხი ათას სამას ორმოცდათვრამეტი) ლარი დაიხარჯა.

სხვა ახალი ამბები: