ზუგდიდის გამგეობის სოციალურმა კომისიამ ბენეფიციარების განცხადებები ადგილზე გადაამოწმა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურმა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებულია საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებისაგან დღეს ინგირის, ოირემეს, კახათის, კიროვის, ორულუს, ჭითაწყარის, ახალსოფლის, გრიგოლიშის, ყულიშკარის, რიყისა და ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში 13 ბენეფიციარის განცხადება ადგილზე გადაამოწმა.

შემოსული განცხადებების მიხედვით, ბენეფიციარები იყვნენ სტიქიური მოვლენებისა და ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილები და ითხოვდნენ დახმარებას. აგრეთვე, დახმარებას ითხოვდნენ სამერქანე მასალებზე, მომვლელის დაქირავებასა და საცხოვრებელი სახლის ქირით უზრუნველყოფაზე.

მოქალაქეთა განცხადებების ადგილზე გადამოწმების შემდეგ, სოციალური კომისია სხდომაზე შეიკრიბება და შუამდგომლობის შესახებ გადაწყვეტილებას კომისიის წევრების თანხმობის შედეგად მიიღებს.

სხვა ახალი ამბები: