ზუგდიდის გამგეობის სოციალურმა კომისიამ მიმდინარე წელს 811 ბენეფიციარი დააფინანს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებულ სოციალურ პროგრამებს ახორციელებს. პროგრამების მიზანი კი ბენეფიციარების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. გამგეობის სოციალურმა კომისიამ, მიმდინარე წელს, სამი თვის განმავლობაში 811 ბენეფიციარი დააფინანსა.

ხანდაზმულთა, მარტოხელა მოხუცების და სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარების ოჯახების მხარდაჭერის პროგრამით 37, ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამით 6, ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამით 75, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვისა და და რეაბილიტაციის პროგრამით 327, მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვის პროგრამით 100, უმწეო კატეგორიის სტუდენტთა ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების თანადაფინანსების პროგრამით 11, სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა ხელშოწყობის პროგრამით 15, დევნილთა მხარდაჭერის პროგრამით 19, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვისა და გათბობის საშუალებებით მხარდაჭერის პროგრამით 221-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.

ბენეფიციარების დაფინანსებისთვის დახარჯულმა თანხამ 137 271(ას ოცდაჩვიდმეტი ათას ორას სამოცდათერთმეტი) ლარი შეადგინა.

სხვა ახალი ამბები: