ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო – C ჰეპატიტის პროგრამის პირველი პროვაიდერი რეგიონში

0

“C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა სამეგრელოს რეგიონში წარმატებით მიმდინარეობს”-ამის შესახებ SMO NEWS-თან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჩიქოვანმა განაცხადა. ჩიქოვანის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმარველი ორგანოები მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საშუალებას აძლევენ დაიფინანსონ შესაბამისი კვლევები.

“C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა რეგიონში წარმატებით მიმდინარეობს. ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო გახლავთ პროგრამის პირველი პროვაიდერი არა მხოლოდ მუნიციპალიტეტში, არამედ რეგიონის მასშტაბით. ამ ეტაპისთვის ინფექციური საავადმყოფო 4 ათასზე მეტ პაციენტს ემსახურება.

თავად ელიმინაციის პროგრამა დაწყების დღიდან დახვეწის ფაზაშია და თავისთავად, პროექტის მიმდინარეობისას ხდება ამა თუ იმ კვლევის ამოღება ან დამატება. ეს რა თქმა უნდა პროპორციულად აისახება შესაბამის დაფინანსებაშიც. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა საშუალებას აძლევს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას დაიფინანსონ შესაბამისი კვლევები”,-აღნიშნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ნოდარ ჩიქოვანმა.

სხვა ახალი ამბები: