ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ამომრჩევლებს მადლობას უხდის

0

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია ამომრჩევლებს სოციალურ ქსელში მადლობას უხდის.

“ზუგდიდში, ისევე როგორც მთელს საქართველოში ქართულმა ოცნებამ დამაჯერებლად გაიმარჯვა!

ზუგდიდს ახლად არჩეული მერი და საკრებულოს წევრები ჰყავს.
ვულოცავ ლაშა გოგიას და არჩეულ დეპუტატებს ამ მნიშვნელოვან ნდობას!

ვულოცავ ჩვენს საარჩევნო შტაბს და მის თითოეულ წევრს ამ სასიხარულო გამარჯვებას !

რაც ყველაზე მთავარია, ვულოცავ ზუგდიდს და ზუგდიდლებს, ჩვენს ხალხს ამ შედეგს და არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარებას!

დარწმუნებული ვარ წინ ბევრი სიკეთე გველის, ზუგდიდს საუკეთესო მომავალი აქვს! უახლესი ოთხი წელიწადი იქნება შენების, წარმატებების და აღმავლობის წლები!
ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ!

გისურვებთ წინსვლას და გამარჯვებებს ქვეყნისა და ზუგდიდის საკეთილდღეოდ!”-ნატქვამია მერაბ ქვარაიას მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: