ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი საზეიმო მიღებაზე ბიძინა ივანიშვილთან გამოჩნდა

0

თბილისში, მთაწმინდის პარკში სადღესასწაულო მიღება გაიმართა, რომელსაც “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაესწრო. აღნიშნული მიღების ფოტოებს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს, რომელსაც უკომენტაროდ გთავაზობთ.

 

ცნობისათვის, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელით გამართულ ერთობლივ მიღებაზე საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური წრეების, რელიგიური კონფესიების, მედიის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.