ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ადგილობრივებს დღეს ოფიციალურად წარუდგინეს

0

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა  ირაკლი ალასანიამ დღეს   პარტიის ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ადგილობრივებს ოფიციალურად წარუდგინა. შეხვედრაზე ამომრჩევლებს პარტიის ლიდერები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პარტიის პროგრამის იმ ძირითად საკითხებზე ესაუბრნენ, რომელსაც მათი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში განახორციელებენ.

“მე თქვენ იმაზე მეტს არასოდეს დაგპირდებით, რის შესრულებასაც ვერ შევძლებ”- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.ირაკლი  ალასანიამ მოსახლეობას არჩევნებში აქტიური ჩართულობისკენ და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ჩიქოვანის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ამოცანაა მათი სოციალური ფონისა და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, რისთვისაც “თავისუფალი დემოკრატების” გუნდი ძალისხმევას არ დაიშურებს.

სხვა ახალი ამბები: