ზუგდიდის მაჟორიტარი, პარლამენტის წევრი ედიშერ თოლორაია ზუგდიდელებს შობა-ახალ წელს ულოცავს

0

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის წევრი ედიშერ თოლორაია შობა-ახალ წელს ულოცავს ზუგდიდელებს და სრულიად საქართველოს. პარლამენტარმა საახალწლო მიმართვა რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომელსაც უკომენტაროდ გთავაზობთ:

“სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით კი ჩემს ზუგდიდს და ზუგდიდელებს ვულოცავ დამდეგ შობა-ახალი წელს.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობას,სულიერ სიმშვიდეს, წინსვლასა და ულევ წარმატებებს. თითოეული თქვენგანისთვის, თქვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, 2018 წელი ყოფილიყოს ყოველივე საუკეთესოს მომტანი.

ვულოცავ ახალ წელს ჩვენს მასწავლებლებს, ექიმებს, ჯარისკაცებსა, პოლიციელებს, ყველას, ვინც თავდაუზოგავად ემსახურება ჩვენს სამშობლოს.

ასევე, განსაკუთრებულად მინდა, მივულოცო ახალი წელი იმ ადამიანებს, ვინც დღეს საქართველოში არ იმყოფებიან. ვუსურვებ სამშობლოში დაბრუნებას და აქ ცხოვრების ღირსეულად გაგრძელებას.

შობა-ახალ წელს ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს დებს და ძმებს. მჯერა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოვძებნით საერთო ენას და აღვადგენთ ურთიერთობებს და ერთად ვიზეიმებთ დღესასწაულებს.

ასევე ვულოცავ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების, რომლებიც ხშირად 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ დღესასწაულებზეც კი დასვენების გარეშე.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას!”,-ნათავქმია ედიშერ თოლორაიას მიერ გავრცელებულ მიმართვაში.