ზუგდიდის მერი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს (ვიდეო)

0

ქალაქ ზუგდიდის მერი, ირაკლი გოგოხია ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს შეხვდა. მერმა მოქალაქეებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნულ ერთეულში არსებული პრობლემები განიხილა.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული და ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული ერთეულების მუშაობის კოორდინაციის განყოფილებების წარმომადგენლებმა შეკრებილ მოქალაქეებს, თვითმმართველობის ეფექტური განხორციელებისა და მოქალაქეების მეტი ჩართულობის მიზნით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საერთო კრებების გზით, ადმინისტრაციული ერთეულების რჩეულთა არჩევის წესებზე, უფლებამოსილებასა და მიზნებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ქალაქის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს ყველა ადმინისტრაციული ერთეულში, კანონით დადგენილი წესით გამართავს.

სხვა ახალი ამბები: