ზუგდიდის მერი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად დღეს, ოდიშისა და ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლებს შეხვდა.

მუნიციპალიტეტის მერმა, შეკრებილებს სამომავლო გეგმები გააცნო და მათგან პრობლემები მოისმინა.

მოსახლეობის მიერ დასახელებულ პრობლემებს შორის იყო ინფრასტრუქტურული პროექტები.

მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის მიერ დასმული საკითხის განხილვა და მათი მოგვარება. ჩვენი შეხვედრების მიზანია ერთად განვსაზღვროთ თქვენი საჭიროებები.