ზუგდიდის მერი ახალ გუნდს მიმდინარე კვირას წარადგენს

0

მიმდინარე კვირას ზუგდიდის მერი ლაშა გოგია მერიის ახალ გუნდს დააკომპლექტებს. ლაშა გოგია მედიის წარმოამდგენლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერს, მერის მოადგილეს და მერიის სამსახურების უფროსებს წარუდგენს.

“კადრების დაკომპლეტება მათი პროფესიონალიზმით და საქმისადმი ერთგულებით მოხდება. ჩვენ გაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, გვჭირდება ძალიან ბევრი და დაუღალავი მუშაობა, ამიტომაც ვაყალიბებთ ძლიერ გუნდს, რომელსაც შესწევს ძალა სწორი გადაწყვეტილებების მიღების, ჩვენ ვქმნით მობილურ სტრუქტურას, რომელიც მთლიანად მორგებული იქნება იმ საჭიროებეზე რაც ჩვენს მუნიციალიტეტს აქვს”-აცხადებს ლაშა გოგია.

ზუგდიდის მერს ორი მოადგილე ეყოლება. ზუგდიდის პირველი ვიცე-მერი გია გულორდავა გახდება, ხოლო მერის მოადგილის თანამდებობას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, მაიზერ ნანავა დაიკავებს.

SMO NEWS-სთვის წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილი ხდება იმ სამსახურის ხელმძღვანელთა ვინაობა, რომლებსაც მუნიციპალიტეტის მერი ოფიციალურად წარადგენს.

ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს თენგიზ შანავა უხელმძღვანელებს.

მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურს კი ზვიად ღურწკაია ჩაუდგება სათავეში.

ზუგდიდის მერიის ეკონომიკური პროგრამებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურს ისევ რუსლან კილასონია, ხოლო  მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურს თენგიზ ქობალია უხელმზღვანელებს.

ზუგდიდის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურს ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი კობა ჯიქია უხელმძღვანელებს.

სოციალური საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურს ნინო სხულუხია უხელმძღვანელებს.

ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურს ზუგდიდის მერიაში ლაშა ჯაიანი უხელმძღვანელებს.

შესყიდვების სამსახურს ზუგდიდის მერიაში გიგა ფარულავა უხელმძღვანელებს.

ზუგდიდის მერიის სამხედრო აღრიცხვებისა და გაწვევის სამსახურს ისევ გია მანჯგალაძე უხელმძღვანელებს.

სხვა ახალი ამბები: