ზუგდიდის მერი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, მერის პირველ მოადგილესთან გია გულორდავასთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, აზიის განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო სხვადასხვა ინფრასტუქტურული პროექტების საჭიროებების გამოვლენა.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ტურიზმისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობაზე ისაუბრეს.

მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, ფონდის წარმომადგენლებს სამ ძირითად საჭიროებაზე მიაწოდა ინფორმაცია – ახალი ზუგდიდის პროექტი, რომელიც კედიასა და ჯავახიშვილის ქუჩებზე ხიდებისა და გზების რეაბილიტაციას გულისხმობს, ბულვარის ტერიტორიაზე ფასადების რეაბილიტაცია და საცურაო აუზი, რომელიც ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესით აღზრდისთვის მნიშვნელოვანია.

აზიის განვითარების ფონდი აღნიშნული პროექტების დაფინანსების გადაწყვეტილებას, საჭიროებების დეტალური შესწავლის შემდეგ მიიღებს.
შეხვედრის დასასრულს ლაშა გოგიამ ფონდის წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი შეხვედრების მიზანი ქალაქის ინფრასტრუქტურის შეცვლა და სხვადასხვა საჭიროებების გამოვლენაა.

ზუგდიდის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის სამშენებლო სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 170 მლნ. ლარზე მეტია.