ზუგდიდის მერი ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნინო სხულუხია, ჩეხეთის საელჩოს მესამე მდივანს საქართველოში იან ჩერნიკს, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს ეკატერინე მესხრიკაძეს და კიბოს პრევენციის ცენტრის დირექტორ იოსებ აბესაძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი ზუგდიდში მშენებარე კიბოს სკრინინგ ცენტრს შეეხო, რომლის მშენებლობა აგვისტოში დასრულდება, ოფიციალური გახსნა კი ნოემბრის თვეში იგეგმება.

შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის ფორმებზე ისაუბრეს.

ცენტრი თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.

პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი” ახორციელებს, ფინანსურ მხარდაჭერას კი ჩეხეთის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს.