ზუგდიდის მერი, ლაშა გოგია ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონებს შეხვდა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, მერიის სპორტის განყოფილებისა და ა(ა) იპ ,,სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის“ წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ჩემპიონებს ჭადრაკში, გიორგი ნაყოფიასა და ნიკოლოზ შამათავას შეხვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა.

მოჭადრაკეებს გოჩა თორია და მადონა ბოკუჩავა წვრთნიან.

გიორგი ნაყოფია მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომელიც საბერძნეთში, ქალაქ ჰალკიდიკში გაიმართება.

როგორც შეხვედრაზე ლაშა გოგიამ აღნიშნა, ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მალე განხორციელდება და ზუგდიდს განახლებული საჭადრაკო სკოლა ექნება.დაგეგმილია შენობის რეკონსტრუქცია, არსებულ შენობაზე მეორე სართულის დაშენებით, სადაც განთავსდება დამატებითი საკლასო ოთახები, შეჯიბრების ჩასატარებელი დარბაზი, ადმინისტრაციის ოთახი და სანიტარული კვანძები. მოეწყობა წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების და გათბობა-გაგრილების ახალი სისტემა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ბევრი წარმატებული სპორტსმენი ყავს და მათი ხელშეწყობა მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.