ზუგდიდის მერი, ლაშა გოგია “იბიარდის” წარმომადგენლებს შეხვდა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებთან თეა მელიქაძესთან და სოფიკო ჩიხრაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე საუბარი მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებს შეეხო. შეხვედრაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ისეთ პროექტებზე ისაუბრეს, როგორიცაა ავტოპარკის მოწყობა, გარე განათების შუქდიოდების (LED) სისტემაზე გადაყვანა და სხვადსხვა ტექნიკის შეძენა, რომელიც კეთილმოწყობის სამსახურს სჭირდება.

ყველაზე მთავარი პროექტი, რასაც საუბარი შეეხო, ესაა ორი ხიდისა და გზის მშენებლობა ქალაქის ცენტრში, ჩხოუშიის სანაპირო ზოლზე, რომელიც ზუგდიდში მოძრაობას განტვირთავს. როგორც ლაშა გოგიამ აღნიშნა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ამ პროექტებზე იწყებს მუშაობას, რათა შემდეგ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს გადაუგზავნოს.

სხვა ახალი ამბები: