ზუგდიდის მერი, ლაშა გოგია მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობას აგრძელებს.

მერი საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან, მერის მოადგილე მაიზერ ნანავასთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ეგრისისა და კოლხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდა, მათი პრობლემები მოისმინა და გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

მოსახლეობამ ძირითად პრობლემად სიჩქარის შემზღუდველი ბარიერი, ორივე უბანში სანიაღვრე სისტემების პრობლემა და კოლხეთის უბანში საბავშვო სკვერის მოწყობა დაასახელა. მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერმა განუმარტა, რომ სანიაღვრე სისტემების მოწყობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია ლომოურის, რიგისა და თეთრი გიორგის ქუჩებზე. პროექტის ღირებულებაა 100 00 (ასი ათასი ლარი ).

ლაშა გოგია მოსახლეობასთან შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.