ზუგდიდის მერი მოქალაქეებთან შეხვედრის ახალ ფორმატს იწყებს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, მოქალაქეებთან შეხვედრის ახალ ფორმატს იწყებს.

ლაშა გოგია ყოველ სამშაბათს 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე მოქალაქეებს მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან ერთად შეხვდება.

,,მივიღე გადაწყვეტილება მოქალაქეებს მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან ერთად შევხვდე, ვინაიდან ბევრი მოქალაქე სხვადასხვა პრობლემით მოდის ჩემთან და ყველა საკითხზე ზუსტი, კომპეტენტური პასუხი და რეაგირებაა საჭირო“-აღნიშნა ლაშა გოგიამ.

სხვა ახალი ამბები: