ზუგდიდის მერი მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის

0

ქალაქ ზუგდიდის მერი, ირაკლი გოგოხია, მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. ქალაქის მერმა შეხვედრებზე მოსახლეობას განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მოქალაქეების მიერ დასმული პრობლემატური საკითხები განიხილა.

მოსახლეობას, ადგილობრივ თვითმმართველობაში ეფექტური ჩართვის მიზნით, რჩეულთა არჩევის წესსა და პროცედურებზე ინფორმაცია, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

ქალაქ ზუგდიდის მერი და მერიის სამსახურის წარმომადგენლები მორიგ შეხვედრებს მოსახლეობასთან, მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართავენ.

სხვა ახალი ამბები: