ზუგდიდის მერი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შობა-ახალ წელს ულოცავს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგია ზუგდიდელებს შობა-ახალ წელს ულოცავს:

“გილოცავთ ახალ 2018 წელს! ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და მშვიდობას გისურვებთ. ვულოცავ მთელ საქართველოს, განსაკუთრებით კი ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს. ეს წელი საქართველოს გამთლიანების წელი ყოფილიყოს!

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი წარმატებული მუნიციპალიტეტია და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

2017 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 36 მლნ ლარის ღირებულების მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 23 624 მეტრ გზას, ასევე დამონტაჟდა გარე განათების ბოძები. 48 ადმინისტრაციული ერთეულიდან სრულად გაზიფიცირებულია 32. სოფელ ახალ კახათში ახალი 2–სართულიანი, თანამედროვე საბავშვო ბაღი აშენდა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ძალიან მალე, გვექნება განახლებული თეატრი და რეაბილიტირებული ბოტანიკური ბაღი.

25 უსახლკარო და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი გადაეცა. პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება.

და ბოლოს, ჩვენ ერთად ავაშენებთ ანაკლიის პორტს.

2018 წელი ჩვენი ქვეყნისთვის, მუნიციპალიტეტისთვის ბევრი სიახლის, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისა და წარმატების წელი იქნება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას და წარმატებულ წელს გისურვებთ!

სხვა ახალი ამბები: