ზუგდიდის მერი – სექტემბრის ბოლოს ზუგდიდი პირველი, სრულად განათებული ქალაქი იქნება

0

ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე ქუჩებისა და ჩიხების გარე განათების პროცესი ინტენსიურად გრძელდება. ერთდროულად 75 ქუჩაზე მიმდინარეობს გარე განათების ბოძების განთავსება და მონტაჟი.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე, სექტემბრის თვის ჩათვლით, 99 ქუჩა და ჩიხი განათდება. სამუშოების ბიუჯეტი 1 111 674 ლარს შეადგენს.

ქალაქ ზუგდიდის მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის ინპექტირების ჯგუფი მიმდინარე სამუშაოებს აქტიურად უწევს მონიტორინს.

“სექტემბრის ბოლოს გარე განათების სამუშაოები დასრულდება და ზუგდიდი პირველი, სრულად განათებული ქალაქი იქნება”-აცხადებს ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია.

სხვა ახალი ამბები: