ზუგდიდის მერია აქციას – “ღამე მუზეუმში” შეუერთდა

0

ქალაქ ზუგდიდის მერია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებულ აქციას – “ღამე მუზეუმში” შეუერთდა. აქციის ფარგლებში დადიანების სასახლეთა ისტორიულ-აქრიტექტურული მუზეუმის ეზოში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე ,”ნაპოლეონი და საქართველო”, სადაც საჯარო ლექციები წაიკითხეს თბილისიდან საგანგებოდ მოწვეულმა პროფესორ-მასწავლებლებმა და დოქტორანტებმა, რომელთაც უმუშავიათ ნაპოლეონის მოღვაწეობაზე.

განხორციელდა ჩართვა საფრანგეთიდან ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორთან, ნაპოლეონოლოგ ალექსანდრე მიქაბერიძესთან.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებულ აქციაში – “ღამე მუზეუმში” ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი აქტიურად ჩაერთო.