ზუგდიდის მერია: “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

0

“ვეხმაურებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც რუხში მცხოვრები მაღლაკელიძეების მრავალშვილიან ოჯახს ეხება. გავრცელებულ ვიდეომასლაში, ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთერთი ლიდერი, ნიკა მელია, საუბრობს, რომ მაღლაკელიძეების ოჯახს ხელისუფლებისგან დახმარება არ მიუღია.

ნიკა მელიას განცხადება სიცრუეა და არ შეესაბამება სიმართლეს. მაღლაკელიძეები იღებენ ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას, მათ ასევე მიღებული აქვთ მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით განსაზღვრული სხვადასხვა დახმარებები.

მერია იცნობს ამ ოჯახის პრობლემას და მათ ჩართვას სხვადასხვა მუნიციპალურ პროგრამებში სამომავლოდაც გეგმავს. მათ შორის მერია მიმართავს ოჯახს მიიღოს მონაწილეობა “სოცაილური სახლისა” და “თბილი სახლის” პროგრამაში.