ზუგდიდის მერია პარკირების ტერიტორიის მოსაწყობად მიწას 10 წლიანი იჯარით გასცემს

0

ქალაქ ზუგდიდის მერია პარკირების ტერიტორიის მოსაწყობად 12 300 კვ. მ. მიწას 10 წლიანი იჯარით გასცემს. უძრავი ქონება ელექტრონულ აუქციონზე იყიდება და მისი წლიური საწყისი ფასი  200 000 ლარია.

აუქციონის პირობების მიხედვით, პარკირება ქალაქის შემდეგ ქუჩებზე მოეწყობა: კედიას, კიკალიშვილის, ნარმანიას, რუსთაველის, კიტიას, მარცხენა სანაპიროს, გ. გულუას, კოსტავას, ი.მეუნარგიას, აღმაშენებლის, ასევე, ქუჯისა და კედიას ჩიხებსა და ზვიად გამსახურდიას გამზირზე.

ელექტრონული აუქციონი 22 ივნისს გამოცხადდა და 29 ივნისს დასრულდება. მასში მონაწილეობის მიღება, პირობების თანახმად, ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეუძლია.

პარკირება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წლის 17 დეკემბერს მიღებული დადგენილების შესაბამისად მოეწყობა.

ცნობისთვის, პარკირების მოსაწყობად ელექტრონული აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ 16 ივნისს მიიღო.

სხვა ახალი ამბები: