ზუგდიდის მერია: სტადიონზე გალავნის შემოვლება მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია

0

ზუგდიდის მერიაში მშენებარე საფეხბურთო სტადიონზე, სათამაშო მოედნისთვის ბეტონის გალავნის გალავლების შესახებ ფრესკონფერენცია გაიმართა. მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის უფროსის მამუკა ლოგუას მტკიცებით, სტადიონზე გალავნის შემოვლება მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია.

„ეს არის ჩვეულებრივი გალავანი, რომეიც არის შემოსაზღვრელი, რომლის წინაც დგება სარეკლამო ბანერები. ჩაბარების დროს გაკეთებული იქნება ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეებისა და ფეხბურთელების უსაფრთხოება. სარეკლამო ბანერი იქნება სამ მეტრში, რაც არის მსოფლიოში აპრობირებული, თვითონ ბეტონის კედელი იქნება ექვს მეტრამდე და არ შეუშლის ფეხბურთელებს ხელს“ , – აღნიშნა მამუკა ლოგუამ.

მერიაში აცხადებენ, რომ პროექტს, რომლის მიხედვითაც სტადიონი შენდება, ყოფილ ფედერაციის პერეზიდენტის და ამჟამად ზუგდიდის მერობის დამოუკიდბელი დომენტი სიჭინავა აწერს ხელს.

„ზუგდიდში სტადიონის მშენებლობა არ სცდება საპროექტო მასშტაბებს. ვინაიდან ყველაფერი გაკეთებულია უეფას სტანდარტების მიხედვით. რასაც ადასტურებს დოკუმენტი, რომელიც დათარიღებულია 2015 წლის პირველი ივნისით და დახელმოწერიალია დომატი სიჭინავას მიერ. სიჭინავა იმ პერიოდში ფედერაციი პრეზიდენტი იყო. დოკუმენტი მიხედვით, სიჭინავა მიმართავს საპროექტო ორგანიზაციას და აღნიშნავს, რომ მათ მიერ წარმოადგენილი პროექტის ფედერაციის მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებს და მათზე ფედერაციის ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა დადებითია“, – აღნიშნა მამუკა ლოგუამ.

სტადიონის გალავნით უკმაყოფილო მოქალაქეებმა, ამსახველი ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში განათავსეს. ისინი ამბობენ, რომ ბეტონის სარტყელი ფეხბურთელების უსაფთროებასა და მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.
თავის მხრივ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ზუგდიდის დამოუკიდებელი კანდიდატი სტადიონის შესახებ შექმნილ ვითარებას ეხმიანება. სიჭინავას თქმით, მან 2015 წელის პირველ ივლისს, მხოლოდ, „თბილპროექტმშენის“ წერილს და რეკომენდაციებს უპასუხა. სიჭინავას განმარტებით, მას არანაირ საპროექტო დოკუმენტზე არ მოუწერია ხელი და მას ამის უფლებამოსილება არც ჰქონდა.

„არაერთხელ იყო წარმოდგენილი პროექტი, ჩვენ მივეცით მათ შენიშვნები და არ ვიცი, რომელი გაითვალისწინეს . ფეხბურთის ფედერაციას შეუძლია მხოლოდ გასცეს რეკომენდაცია, იმ შემთხვევაშიც თუ მიმართავენ. მოედნის საფართან ბეტონის მესერის აშენებისთვის ხელი არ მომიწერია. რაც შეეხება დოკუმენტებს, ჩემს მერე ბევრჯერ შეიცვალა“ – აღნიშნა სიჭინავამ.

სიჭინავას ინფორმაციით, სტადიონს ლიცენზიას ფედერაციის შესაბამისი სამსახური ინსპექტირების შემდეგ აძლევს.

სხვა ახალი ამბები: