ზუგდიდის მერია სტიქიის ზონაში მცხოვრებ ადამიანებს ეხმარება

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია სტიქიის ზონაში დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება. ზუგდიდის მერის, ლაშა გოგიას ინიციატივით დღესვე, ჭუბერის ხეობაში ტონა ნახევარი სასმელი წყალი გააგზავნა. ჭუბერში მერიის სხვა თანამშრომლებთან ერთად თავად ზუგდიდის მერიც იმყოფებოდა. როგორც ლაშა გოგიამ SMO NEWS-სთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, ზუგდიდის მერია სამომავლოდაც დაეხმარება დაზარალებულ მოსახლეობას.

“ჩვენ მცირედით დავეხმარეთ ჭუბერში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას და დღეს მათ მივაწოდეთ მათთვის ამ ეტაპზე აუცილებელი, სასმელი წყალი. სამომავლოდ ჩვენ კიდევ ვგეგმავთ მსგავსი სახის აქციებს, რომ დავეხმაროთ მეზობელ მუნიციპალიტეტს ამ სიტუაციაში”-განაცხადა ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ.