ზუგდიდის მერიამ 19 სოციალური სახლის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახებისთვის 19 საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერი გამოცხადდა ჭაქვინჯის, ოდიშის, ნარაზენის, უჩაშონას, ახალსოფელის, ურთას, ცაიშის, ცაცხვის, ოქტომებრის, შამგონას, კახათის, კოკის, ორსანტიას, ინგირის, ერგეტას, კიროვის, განმუხურისა და ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულებში სამოთახიანი და ოთხოთახიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე.

შესყიდვის სატენდერო ღირებულება 519 321 ლარია.

საცხოვრებელი ფართით წლის ბოლომდე 30-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015-2016-2017 წლებში 66 სახლი აშენდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 2015 წელს, სპეციალური ჯილდო, სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა.