ზუგდიდის მერიამ ააიპ-ებისა და შპს-ების ხელმძღვანელები დანიშნა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ-ებისა და შპს-ების ხელმძღვანელების უმრავლესობა უკვე დაინიშნა. მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ  ქალაქსა და თემში არსებული 28-დან მერიის დაქვემდებარებაში სულ 9 ააიპ და 3 შპს იფუნქციონირებს.

ააიპ-ებს უხელძღვანელებენ:

ბოტანიკური ბაღების გაერთიანება – ზვიად ქარჩავა (ააიპ განმუხურის ბოტანიკური ბარის ყოფილი უფროსი)

დასუფთავების სამსახური – ნუგზარ მალაშხია (თემში ამავე სამსახურის ყოფილი უფროსი)

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი – ნანა ოდიშარია (თემში ამავე სამსახურის ყოფილი უფროსი)

სპორტის განვითარების ცენტრი – დავით კვაშილავა (თემში ამავე სამსახურის ყოფილი უფროსი)

სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი – ხათუნა თოლორაია (ამავე ააიპ-ის ყოფილი თანამშრომელი)

ზუგდიდის გაერთიანებული ბიბლიოთეკა – მადონა მაქაცარია (თემში ამავე აიპის ყოფილი უფროსი)

მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლე (რომელიც პირველ და მეორე სამუსიკო, საგუნდო და სამხატვრო სკოლებს აერთიანებს) – ნინელი ჭითანავა (ქალაქში ამავე სამსახურის ყოფილი უფროსი)

კეთილმოწყობის სამსახური – ნოე პერტაია (თემში ამავე სამსახურის ყოფილი უფროსი)

ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი – მანუჩარ სამუშია

რაც შეეხება შპს-ებს, დირექტორი სამიდან მხოლოდ ერთ მათგანში შეიცვალა:

“anaklia-ganmuxuri resorts2 “- ბესიკ თოდუა

მუნიციპალური ტრანსპორტი- ბადრი ნემსაძე

ზუგდიდაგროსერვისი – გონელ ნაჭყებია (წინა მოწვევის საკრებულოს წევრი“ქართული ოცნებიდან“)

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ  რეორგანიზაციის პროცესი გრძელდება.