ზუგდიდის მერიამ პროექტი “ჩემი სივრცე” დააფინანსა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე ერთი პროექტი დააფინანსა.

კომისიის გადაწყვეტილებით, დაფინანსდა კავშირ ,,ნერგები“-ს პროექტი ,,ჩემი სივრცე“.

პროექტის მიზანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის მქონე ბავშვებისთვის, სწავლის და განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნაა შშმ ბავშვთა დღის ცენტრში.

პროექტის ფარგლებში, დღის ცენტრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განმავითარებელი ნივთებით აღიჭურვება, მოეწყობა სენსორული ოთახი, დაინერგება ახალი მეთოდოლოგია , გაუმჯობესდება გარემო და ბავშვის შესაძლებლობებსა და საჭიროებაზე იქნება მორგებული.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 3155 შშმ პირია, რომლებსაც არა აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მათ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებული მომსახურება. პროექტის განხორციელება კი მათ სოციალურ, კომუნიკაციურ და კოგნიტურ განვითარებას შუწყობს ხელს.