ზუგდიდის მერიამ სკოლის კურსდამთავრებულთა დღე აღნიშნა

0

ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ პარკში ქალაქ ზუგდიდის მერიის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, სკოლის კურსდამთავრებულებისათვის საზეიმო კონცერტი გაიმართა.

ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტზე, ქალაქ ზუგდიდის მერმა, ირაკლი გოგოხიამ და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ წარმატებულ კურსდამთავრებულებს საქართველოს ეროვნული ბანკის საიუბილეო მონეტა „ საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავი“ საჩუქრად გადასცა და წარმატებები უსურვა.

ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა , კახაბერ ფარცვანიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ახალგაზრდების წახალისებისათვის მადლობა გადაუხადა.

კონცერტი ფოიერვერკით გაგრძელდა.

სხვა ახალი ამბები: