ზუგდიდის მერიამ სოციალურად დაუცველებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა

0

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებსა და ვეტერანებს სააღდგომო საჩუქარი მოუმზადა.

სასაჩუქრე კალათები, რომელიც საკვებ პროდუქტებს მოიცავს დღეს ქალაქ ზუგდიდის მერმა, ირაკლი გოგოხიამ, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია შეროზიამ, მერის მოადგილე, კობა ჯიქიამ და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისში დაარიგეს.

მერიისგან სააღდგომოდ საჩუქარს სულ 300 ბენეფიციარი მიიღებს. მათ შორის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და დედ-მამით ობოლი ბავშვები.

თითოეული პაკეტი მოიცავს 15 დასახელების სხვადასხვა საკვებ პროდუქტს, რომლის ჯამური ღირებულება 1 ადამიანზე შეადგენს 60 (სამოცი) ლარს.

სხვა ახალი ამბები: