ზუგდიდის მერიასა და საკრებულოს ახალი PR სამსახურის ხელმძღვანელები ეყოლება

0

ზუგდიდის მერიას და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი PR ჯგუფები ეყოლება. ამის შესახებ SMO NEWS-მა სანდო წყაროსგან შეიტყო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მაგდალინა თოდუა, ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმავე სამსახურს გიგა კილასონია უხელმძღვანელებს.

SMO NEWS აღნიშნულთან დაკავშირებით მაგდალინა თოდუას და გიგა კილასონიას დაუკავშირდა. ისინი არც უარყოფენ და არც ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას. მათი განმარტებით გამორიცხულიც არაფერია, თუმცა ამ ეტაპზე კომენტარების გაკეთებისგან თავს იკავებენ.

SMO NEWS-ის ინფორმაციით, მომავალი კვირიდან ზუგდიდის მერია და საკრებულო სრულად იქნება დაკომპლექტებული. აღნიშნული უწყებების ყველა სამსახურში უფროსები უკვე მომავალი კვირის დასაწყისში დაინიშნებიან.

სხვა ახალი ამბები: