ზუგდიდის მერიის არქიტექტურის განყოფილების უფროსმა თანამდებობა დატოვა

0

ზუგდიდის მერიის არქიტექტურის განყოფილების უფროსმა დავით ესებუამ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ მედიისთვის მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი, თუმცა მან პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე, ორი დღის წინ, 4 დეკემბერს დატოვა.

“ის პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლის დაკავებას არ უკავშირდება”,- აცხადებენ ზუგდიდის მერიაში და იქვე განმარტავენ, რომ განყოფილების უფროსის თანამდებობიდან წასვლა უბრალოდ გახმაურებულ დაკავებას დაემთხვა.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის და არქიტეტურის სამსახურის თანამშრომელი მაშინ დააკავეს, როცა ბრალდებულმა წინასწარ აიღო ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 10 000 აშშ დოლარი.

უწყების ინფრომაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ზუგდიდში რესტორნის მშენებლობის ნებართვის გაცემის და სამშენებლო პროექტის დამტკიცების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 აშშ დოლარი.

სხვა ახალი ამბები: