ზუგდიდის მერმა ახალი გუნდი წარადგინა

0

ზუგდიდის ახალ არჩეულმა მერმა ლაშა გოგიამ მედიას ახალი გუნდი წარუდგინა. ლაშა გოგიამ ვიცე-მერად გია გულორდავა, ხოლო მერის მოადგილედ მაიზერ ნანავა წარადგინა.

ზუგდიდის ახალ არჩეულმა მერმა ლაშა გოგიამ მედიას ახალი გუნდი წარუდგინა. ლაშა გოგიამ ვიცე-მერად გია გულორდავა, ხოლო მერის მოადგილედ მაიზერ ნანავა წარადგინა. გულოდავა აქამდეც ვიცე-მერის თანამდებობაზე მუშაობდა, მაიზერ ნანავა კი საკრებულოს თავმჯდომარე იყო.

ზუგდიდის მერმა დღესვე სამსახურის ახალი უფროსები წარადგინა. ლაშა გოგიას განცხადებით, კადრების დაკომპლეტება პროფესიონალიზმით და საქმისადმი ერთგულებით მოხდა. ,,ჩვენ ვქმნით მობილურ სტრუქტურას, რომელიც მთლიანად მორგებული იქნება იმ საჭიროებეზე რაც ჩვენს მუნიციალიტეტს და ჩვენს ხალხს აქვს“ – განაცხადა ლაშა გოგიამ.მერმა დღსვე მედიის წარმოამდგენლებს მერიის სამსახურის უფროსები წარუდგინა.

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურს ლაშა ჯაიანი უხელმძღვანელებს. ის გამოცდილი კადრია, სხვადასხვა დროს სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის დედაქალაქის მერიაში.

ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურს თენგიზ ქობალია უხელმძღვანელებს. ის ამავე სამსახურს კურირებდა გამგეობაშიც.

ინფრასტრუქურული პროექტების მართვის სამსახურს რუსლან კილასონია უხელმძღავნელებს, მას ამ სფეროში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს.

მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობას მურთაზ ბოკუჩავა შესარულებს. მას ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

შესყიდვების სამსახურს გიგა ფარულავა უხელმძღვანელებს. ის აქამდეც ზუგდიდის გამგეობაში ამავე სამსახურს ხელმძღვანელობდა.

სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურს ექიმი, პედიატრი ნინო სხულუხია უხელმძღვანელებს, ის იდენტურ სამსახურს ხელმძღვანელობდა ქალაქის მერიაში.

განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსის მოვალოებას მაია ჩიტაია შესარულებს. მას ამ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის უფროსი – იურისტი ბაკურ კვეტენაძე იქნება. ის ამ თანამდებობაზე ზუგდიდის გამგეობაშიც მუშაობდა.

მერიის ადმინისტაციულ სამსახურს თენგიზ შანავა უხელმძღვანელებს – ის ამ სფეროში შეუცვლელია, ბატონი თენგიზი არის ადამინი რომელსაც უდიდესი გამოცდილება და ცოდნა აქვს.

სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურს პოლკოვნიკი გია მანჯგალაძე უხელმძღვანელებს, ის თბილისის სამხედრო საარტილერიო უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულია.

სხვა ახალი ამბები: