ზუგდიდის მერმა ახალი კვირა მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, მერის მოადგილე მაიზერ ნანავასთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, ტრადიციულად, სამუშაო კვირა ა(ა)იპ-ების, შპს-ებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო და სხვადსასხვა საკითხი განიხილა.

როგორც შეხვედრიდან გახდა ცნობილი, უახლოეს მომავალში ტენდერის გამოცხადება, ტყაიაში -ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მე-3 ეტაპზე, ნაცატუს ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპზე, აბასთუმანში- წყალმომარაგების მოწყობის დამატებით სამუშაოებზე, ახალაბასთუმანში ცენტრთან დამაკაშირებელი გზის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპსა და ინგირში ჭავჭავაძისა და ტაბიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მოწყობაზე იგეგმება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელსაც აგრძელებს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესს. ამ ეტაპზე, კომისიის დაკომპლექტება დასრულებულია და განცხადებების მიღება თებერვლიდან დაიწყება.

შეხვედრაზე საუბარი ქალაქის ტერიტორიაზე პირუტყვის გადაადგილების პრობლემასაც შეეხო. როგორც ლაშა გოგიამ აღნიშნა, ამ პრობლემის მოგვარების გზების ძიება უკვე დაწყებულია და მომდევნო კვირიდან ჯარიმების ამოქმედება იგეგმება.

აგრეთვე, ლაშა გოგიამ საკრებულოს მუნიციპალიტეტის ახალ დროშასა და გერბზე მუშაობის დაწყება თხოვა.