ზუგდიდის მერმა “ბედნიერი ოჯახის” გამარჯვებული წყვილები გამოავლინა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ფოტოკონკურსში ,,ბედნიერი ოჯახი“ გამარჯვებული კონკურსანტები დღეს დაჯილდოვდნენ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ფოტოკონკურსი, სახელწოდებით „ ბედნიერი ოჯახი“ მიმდინარე წლის იანვარში გამოაცხადა და მასში 19 კონკურსანტი მონაწილეობდა.კონკურსის პირობებიდან გამომდინარე სამ საპრიზო ადგილზე გამარჯვებულები მოწონებების მიხედვით გამოვლიდნენ.
ერთი კი ჟიურის რჩეული გახდა.

კონკურსში მონაწილეებს გამარჯვება მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, მერის მოადგილე მაიზერ ნანავამ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა.

,,მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ კონკურსში მონაწილეობისთვის, ვისურვებდი ბევრი ბედნიერო ოჯახი გვყავდეს მინიციპალიტეტში. აქვე დიდ მადლობას ვუხდი სპონსორებს, რომლებმაც თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს და კონკურსანტების სასიამოვნო განწყობაზე იზრუნეს“-აღნიშნა ლაშა გოგიამ.

მოწონებების (like) მიხედვით I ადგილი– გიორგი მოსია ლიკა თოლორაია.
II ადგილი-თაკო წულაია ედო კვარაცხელია.

III ადგილი-მარიკა შენგელია ირაკლი თორია.

ჟიურის რჩეული მრავალშვილიანი ეკატერინე თოდუა გახდა, რომელსაც საჩუქრად ელექტროტექნიკა გადაეცა.

პირველი ადგილის მფლობელს მერიისგან საჩუქრად ტილოზე შერულებული საკონკურსო ფოტო და საქართველოს ისტორიის ოთხტომეული, ხოლო მაგდონალსისგან სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცა.

მეორე ადგილის მფლობელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოსგან საოჯახო ელექტრიოტექნიკა, სასტუმრო ,,პალმ-ბიჩი“-სგან სასტუმროს 3 დღიანი უფასო მომსახურება გადაეცათ.

მესამე ადგილის მფლობელებს ,,ლიბერთი ბანკი“-სგან 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი, ,,ლაზიკა კაპიტალი“-სგან 3 დღიანი საგზური ბაკურიანში, ხოლო ,,იბერია პალასი“-სგან რომანტიული ვახშამი გადაეცათ.

თავისი რჩეული გამოავლინა რესტორანმა ,,ელ-ბარკომ“, რომელსაც რესტორანში უფასო ვახშმით გაუმასპინძლდება.

ფოტო სტუდია ,,სმაილის“ რჩეულს უფასო ფოტოსესიის ვაუჩერი გადაეცა.

რჩეული გამოავლინა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალმა“ და თავის რჩეულს საჩუქარი გადასცა.