ზუგდიდის მერმა და სამეგრელოს გუბერნატორმა ზუგდიდელი სპორტსმენები დააჯილდოვეს

0

მერი ირაკლი გოგოხია და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია
სპორტის განვითარების ცენტრის წარმომადგენლებს, სპორტსმენებს და მწვრთნელებს შეხვდნენ.
მათ ფულადი ჯილდო გადაეცათ.

ძალოსან გიორგი ჩხეიძეს ერთჯერადი პრემია- 2600 ლარი, მოკრივე ლექსო ხასაიას 1200 ლარი, ხოლო ძოიუდოისტ გიორგი ჩიქოვანს 800 ლარი.

ირაკლი გოგოხიას ინიციატივით, სპორტის ოლიმპიურ სახეობა ძალოსნობაში 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონს, 18 წლის გიორგი ჩხეიძეს მთელი წლის განმავლობაში სტიპენდიის სახით 400 ლარი დაენიშნა.

ლექსო ხასაია კი წლის განმავლობაში სტიპენდიის სახით -200 ლარი.

სხვა ახალი ამბები: