ზუგდიდის მერმა დღეს არასამთავრობო ორგანიზაცის წევრები მიიღო

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოსა“ და ჯგუფი „ფაზისის“ საინიციატივო ჯგუფის წევრები მიიღო.

არასამთავრობო ორგანიზაციის, „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს“ წარმომადგენლებმა, ნინა გელაშვილმა და ალა კედიამ მერთან კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების საჭიროებებზე ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა დევნილების რამდენიმე კომპაქტური ჩასახლება, სადაც სათამაშო მოედნების მოწყობის საჭიროებაა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია საკითხით დაინტერესებას და პრობლემის დეტალურ შესწავლას დაპირდა.

სხვა ახალი ამბები: