ზუგდიდის მერმა მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, მერის მოადგილე მაიზერ ნანავასთან, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან და სამსახურის უფროსებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ, შეხვედრაზე ახალი ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელიც სპეციალური ჯგუფების შექმნას გულისხმობს, ჯგუფი სოციალურად დაუცველ ოჯახებს ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლებში დაეხმარება.

შეხვედრაზე მერმა მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახებისთვის სახლების მშენებლობის პროგრამის მიმდინარეობაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. კომისიამ დაასრულა სახლების შემოწმების პროცესი, უახლოეს მომავალში კი შემოსული განცხადებების დეტალური განხილვა მოხდება.

ლაშა გოგიამ, შესაბამისი სამსახურებისგან მიმდინარე პროექტებზე და ტენდერებზეც მოისმინა ინფორმაცია. დღეს გამართულ შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სანიაღვრე სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.