ზუგდიდის მერმა სამეჯლისო ცეკვების ანსამბლ “ეზის” წევრებს გამარჯვება მიულოცა

0

ქალაქ ზუგდიდის მერმა, ირაკლი გოგოხიამ ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული სამეჯლისო ცეკვების ანსამბლ ,,ეზი”-ს წევრები მიიღო.

ქალაქის მერმა ანსამბლის წევრებს მოპოვებული გამარჯვება მიულოცა, მადლობა გადაუხადა, წარმატებები უსურვა და მომავალში კვლავ მხარდაჭერას დაპირდა.

ცნობისათვის, ანსამბლმა ისრაელში გამართულ ლათინო-ამერიკულ და ევროპულ ცეკვებში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრება ,,BAIILANCE CUP 2017″ -ში დიდ წარმატებას მიაღწიეს- კონკურსე არსებული ყველა საპრიზო ადგილი მოიპოვეს და 10 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.

ანსამბლის წევრების ისრაელში გამგზავრება, ქალაქ ზუგდიდის მერიამ 5 427ლარით დააფინანსა.

სხვა ახალი ამბები: