ზუგდიდის მერმა შიდა ეზოს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

0

ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე შიდა ეზოების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა №217 – სა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა №219-ში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

ქალაქ ზუგდიდის მერმა, ირაკლი გოგოხიამ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ასფალტის საფარის დაგების სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა.

აღნიშნული სამუშაოები ორი კორპუსის შიდა ეზოს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.