ზუგდიდის მერმა შვედეთის დელეგაციას უმასპინძლა

0
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ, შვედეთის ქალაქ მოლნდალის დელეგაციას უმასპინძლეს.

დელეგაციის წევრებმა შეხვედრები ქალაქის მერთან, განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებთან გამართეს. შეხვედრებზე საუბარი განათლების სისტემაში არსებულ ვითარებას შეეხო.

ჩვენთვის თქვენთან ურთიერთთანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესია. დარწმუნებული ვარ პროექტი მომავალშიც წარმატებით განხორციელდება “-აღნიშნა ლაშა გოგიამ.

ზუგდიდსა და ქალაქ მოლნდალს(შვედეთი) შორის ურთიერთანამშრომლობა 2015 წლის თებერვალში დაიწყო. ორივე მხარის მიერ შეირჩა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც აქცენტი ქალაქს შორის თანმშრომლობაზე განათლების სფეროს მიმართულებით გააკეთა. 2015 წლის აპრილში ქალაქ მოლნდალის განათლების და ბავშვთა ზრუნვის დეპარტამენტის ინიციატივითა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აქტიური ჩართულობით, შვედეთის განვითარებისა და თანმშრომლობის სააგენტოს საგრანტო კონკურსზე წარედგინა პროექტი : „ქალაქ ზუგდიდისა და ქალქ მოლნდალის მუნიციპალური ურთიერთანამშრომლობა განათლების საკითხზე.“

პროექტი საერთაშოერისო ორგანიზაცია ICLD ( საერთაშორისო ცენტრი ადგილობრივი დემოკრატიის განვითრებისათვის) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

სხვა ახალი ამბები: