ზუგდიდის მერმა წარჩინებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა

0

ქალაქ ზუგდიდის მერიამ 26 წარჩინებული კურსდამთავრებული პლანშეტებით დააჯილდოვა. ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ მათ სკოლის წარჩინებით დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ღონისძიებაზე მეორე საჯარო სკოლის წარჩინებულმა მოსწავლემ კურსდამთავრებულების სახელით მერიას მადლობა გადაუხადა. 26 კურსდამთავრებულიდან 19 ოქროს მედალოსანია, დანარჩენი კი ვერცხლის.

შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და მშობლები ესწრებოდნენ.

სხვა ახალი ამბები: