ზუგდიდის მერმა ზუგდიდის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

0

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ, მერის მოადგილე მაიზერ ნანავამ და ზუგდიდის საკრებულოს ტავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ თვითმართველობის წამომადგენლებთან ერთად ცაიში-ცაცხვისა და ჭითაწყარის ადმინოსტრაციულ ერთეულებში მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს.

ჭითაწყარში, კოსტავას ქუჩაზე, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეაბილიტირდება 420 მეტრი სიგრძისა და 6 მეტრი სიგანის გზა. იგება ასფალტო-ბეტონის საფარი, ასევე მიმდინარეობს სანიაღვრე არხის მოწყობა.

პროექტის ღირებულება 250 000 ლარია.

საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს ცაიშისა და ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულებში(კურორტის მონაკვეთი). რეაბილიტირდება 1023 მეტრი სიგრძისა და 6 მეტრი სიგანის გზა. იგება ასფალტო-ბეტონის საფარი და ეწყობა სანიაღვრე არხი. პროექტის ღირებულება 437 000 ლარია.

პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება.