ზუგდიდის მუნიციპალიეტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლების საერთო კრებები გრძელდება

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლების საერთო კრებები გრძელდება. პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები დღეს ჩხოუშის, ბაშის, კორცხელისა და ნაცატუს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლებმა დაასახელეს. კრება მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ მამუკა წოწერიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ მაიზერ ნანავამ და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგებლებმა ჩაატარეს.

ჩხოუშში მოსახლეობამ პრიორიტეტად ერისთავის ქუჩაზე გარე განათების მოწყობა (50 ბოძი), დადიანის ქუჩაზე გარე განათების გაგრძელება (57 ბოძი), ჭავჭავაძის ქუჩაზე გარე განათება (30 ბოძი), შიდა გზების მოხრეშვა, საბულიოს უბანში მდ. ჩხოუშიაზე, სოფელ ნაწულუკუსთან დამაკავშირებელი ხიდის აღდგენა, მინი სტადიონის განათება (4 ბოძი), მოსაცდელების მოწყობა, ამბულატორიის მოწყობა, წყალმომარაგება სალაშხიოს უბანში და საქობალიოს უბანში 200 მ-ზე მილებით წყალმომარაგება დაასახელა.

ბაშში პრიორიტეტად ცენტრალური გზის რეაბილიტაცია, გაღმა ბაშის უბანში ჭაბურღილის მოწყობა, გარე განათების მოწყობა (ვ. ფშაველას, ი. ჭავჭავაძის, 26 მაისის და ყაზბეგის ქუჩა სულ: 125 ბოძი), შიდა საუბნო გზების მოხრეშვა, საბავშვო ბაღის ეზოს შემოღობვა, ერისთავის ქუჩაზე ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა ( 1 000 მ), საბულიოს უბნის ჩასასვლელის მოწყობა, დუგლას ვაწენძის ქუჩის გარე განთება და სტადიონის შემოღობვა დასახელდა.

კორცხელში მოსახლეობამ პრიორიტეტად კორცხელის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ჭკადუაშთან დამაკავშირებელი ხიდის მოწყობა, გარე განათების მოწყობა საკვარაცხელიოს უბნიდან კორცხელის ცენტრამდე (2.2 კმ 67 ბოძი), მინი სტადიონის გარე განათების მოწყობა (4 ბოძი), შდა საუბნო გზების მოხრეშვა, საქობალიო-სახვიტიოს უბანში ჭაბურღილის დაქსელვა-მოწყობა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაასახელა.

ნაცატუში პრიორიტეტად ნაცატუს ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, გამოღმა ნაცატუ (სათოლორაიო, საბეშიო, ცენტრი) წყალმომარაგება, სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია და საგაბედაოს უბანში წყალმომარაგება დასახელდა.

სხვა ახალი ამბები: