ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა იგეგმება

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა 883 888 ლარი გამოიყო – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, წყალმომარაგების სისტემისთვის ჭკადუაშში 172 011 ლარი, ზედაეწერში 47 362 ლარი, აბასთუმანში 127 883 ლარი და ყულიშკარში 536 682 ლარია გათვალისწინებული.

პროექტი, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება.

სხვა ახალი ამბები: