ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურმა კომისიამ 216 ბენეფიციარი დააფინანსა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურმა კომისიამ მიმდინარე წლის მარტის თვეში 216 ბენეფიციარი დააფინანსა. ხანდაზმულთა, მარტოხელა მოხუცების და სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარების ოჯახების მხარდაჭერის პროგრამით -17, ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამით -4, ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამით -22, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვისა და და რეაბილიტაციის პროგრამით -86,  მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვის პროგრამით- 10, უმწეო კატეგორიის სტუდენტთა ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების თანადაფინანსების პროგრამით -37, სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა ხელშეწყობის პროგრამით -12, დევნილთა მხარდაჭერის პროგრამით -14, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვისა და გათბობის საშუალებებით მხარდაჭერის პროგრამით -14-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.

ბენეფიციარების დაფინანსებისთვის დახარჯულმა თანხამ 34 156 (ოცდათოთხმეტი ათას ას ორმოცდათექვსმეტი) ლარი შეადგინა.

სხვა ახალი ამბები: