ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის კომისიამ 111 ბენეფიციარი დააფინანსა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის კომისიამ დღეს, გამართულ რიგით მეოთხე სხდომაზე 111 ბენეფიციარი დააფინანსა. ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსდა 50 ბენეფიციარი, 8-ს კომპიუტერული ტომოგრაფია, ხოლო 25-ს ძვირადღირებული ოპერაცია დაუფინანსდა.

22 ბენეფიაციარი ჩაერთო ,,C” ჰეპატიტის დიაგნოსტიკის პროგრამაში. ცერებრალური დამბლით დაავადებულ 1 ბავშვს გაეწია სარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინანსება. 4 ბენეფიციარს კი ქიმიოთერაპიის კურსი დაუფინანსდა. აუტიზმის პროგრამაში ჩაერთო 1 ბენეფიციარი.

აღნიშნულ სამედიცინო მომსახურეობებზე 45 789 (ორმოცდახუთი ათას შვიდას ოთხმოცდაცხრა) ლარი დაიხარჯა.

სხვა ახალი ამბები: